მუდმივად დახვეწისა და სიახლის ძიების პროცესში

პროექტირება
კომპანიის საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური

თანამშრომლებით, რომლებიც მუდმივად განახლების და ძიების პროცესშია. ხშიარად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენებში, კომფერენციებსა და სემინარებში. საპროექტო ჯგუფი დაკავებულია 6-10-35კვ ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და 0,4კვ ქსელებისა და უჯრედების დაპროექტებით.
დაპროექტების პირველი ეტაპია ადგილის დათვალიერება და არსებული მდგომარეობის შესწავლა-გაცნობა. დამკვეთთან შეთანხმებულად ხდება დაგეგმარება და უსაფრთხოების წესების სრული დაცვა. დაპროექტების პროცესში უსაფრთხოების საკითხის განსაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც წესების დაუცველობამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ელ.მოწყობილობები, რომელიც პირველ რიგში მომსახურე პერსონალს უქმნის დიდ საფრთხეს და შემდგომ ფინანსურ ზარალს აყენებს დამკვეთს.
ქსელმშენის მიერ შესრულებული პროექტების შეთანხმება ხდება სს ,,ენერგო-პროჯორჯია’’-ში, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა’’-ში, სს ,,თელასი’’-ში და სს ,,კახეთის ენერგო-დისტრიბუცია’’-ში.
კომპანიის საპროექტო ჯგუფი მუდმივად მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან და გაგიწიოთ ონლაინ კონსულტაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია

იურიდიული მის: თბილისი, კურნატოვის შეს. N3 ფაქტობრივი მის: წურწუმიას N12
(+995) 32 254 8187
(+995) 577 31 61 00
www.kselmsheni.ge

ქსელმშენი

10 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე